logo
ENG



"ვასიკოც გაბრაზებულია" - მდინარაძის თქმით, ფიფია პარლამენტში ოცნების დეპუტატმა შეიყვანა

20 სექ 202315:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/7z95p97y3e776vx.jpg

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსი ბიზნესმენი და სერგეი გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია პარლამენტის შენობაში ოცნების დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ შეიყვანა.

მდინარაძის თქმით, "ვასიკოც გაბრაზებულია", რომ ფიფიამ პარლამენტიდან ფოტო დადო. მდინარაძე აცხადებს, რომ ფიფია ჩიგოგიძის ნაცნობია.

"ვასილ ჩიგოგიძემ დაუშვა საშვი, შემოიყვანა და უთხრა, რომ დალოდებოდა მის ოთახში. მაშინ აქვს, როგორც ჩანს, ეგ ფოტო გადაღებული", - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძე აცხადებს, რომ "ეს შემთხვევითი არ არის" და კვლავ ოპოზიციის პროვოკაციაზე საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ფიფიას ვიზიტთან ოპოზიციას კავშირი არ აქვს და თავადვე ამბობს, რომ ის პარლამენტში მისმა თანაგუნდელმა შეიყვანა.

"ადამიანი შემოვიდა შეხვედრაზე პარლამენტში და ტვირთავს ქართული გერბით დეპუტატის კაბინეტიდან ფოტოებს და ეს შემთხვევითი ამბავი, ჩემი აზრით, არ არის", - თქვა მდინარაძემ.

რუსი ბიზნესმენი და სერგეი გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია გუშინ საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. ფოტოებს ის ინსტაგრამზე ავრცელებს.


close დახურვა